კონდიტერის დამხმარე — სასტუმრო ტიფლისი პალასი

სასტუმრო ტიფლისი პალასი — ლოგო
სასტუმრო ტიფლისი პალასი

კონდიტერის დამხმარე

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს. „გლორია“ მართავს ორ სასტუმროს - „ტიფლის პალასს“, რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს „ტიფლის ვერანდას“) და „Grand Gloria“-ს - გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს. კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.

შპს. „გლორია“ აცხადებს ვაკანსიას „კონდიტერის დამხმარის“ პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ.თბილისი გორგასლის 3

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს,
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას,
  • კვებით უზრუნველყოფას.

ვის ვეძებთ ჩვენ:

ჩვენ ვიზრდებით და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, ვინც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • სასურველია გამოცდილება მსგავს სფეროში,
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება,
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

მოვალეობები:

  • შეკვეთების გაცნობა და კონდიტერის დახმარება საკონდიტრო ნაწარმის მომზადებასა და გამოცხობის პროცესში;
  • საკონდირო ნაწარმის მომზადებაში მონაწილეობა, დეკორირებასა და შეფუთვაში დახმარება;
  • სამუშაო სივრცის, ინვენტარისა და გამოყენებული პროდუქტის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
  • საკვები პროდუქტების ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლის სტანდარტების დაცვა;
  • ყველა განრიგის, ჰიგიენისა და HACCP-ის სტანდარტების, წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • პროდუქტის დაზიანების ან გაფუჭების შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის დაფიქსირება

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 12 ივლისი