კონდიტერი
სასტუმრო "Astoria Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას საუზმის კონდიტერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:- საუზმისთვის განკუთვნილი საკონდიტრო ნაწარმის (როგორც მშრალი, ასევე კრემიანი) მომზადება;
- რეცეპტებისა და ტექნოლოგიური მითითებების ზედმიწევნად დაცვა;
- პროდუქციის ხარისხის, გემოსა და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი;
- ნედლეულის სწორი დამუშავება, შენახვა და ვარგისიანობის კონტროლი;
- საკონდიტრო ვიტრინისა და საუზმის ბუფეტის ესთეტიკური გაფორმება და შევსება;
- სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვა;
- სამუშაო სივრცის, დანადგარებისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის რაოდენობის შეკვეთა სტუმრების ნაკადისა და გაყიდვების პროგნოზის მიხედვით.
სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
- ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას;
- კვებით უზრუნველყოფას
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭონქაძის 23
სამუშაო საათები: 07:00-15:00 ან 08:00-16:00.