კომპანიის მზარეული — G&A Group

G&A Group — ლოგო
G&A Group

კომპანიის მზარეული

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

G&A Group არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.

G&A Group მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.

თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

ფუნქცია- მოვალეობა:

  • ყოველდღიურად დაახლოებით 50 თანამშრომლისთვის საკვების მომზადება;
  • ყოველდღიური მენიუს დაგეგმვა მრავალფეროვანი, გემრიელი და დაბალანსებული კერძების მომზადება;
  • პროდუქტების საჭირო რაოდენობის წინასწარ განსაზღვრა და შეკვეთის დაგეგმვა;
  • მიღებული პროდუქტების ხარისხისა და შენახვის პირობების კონტროლი;
  • საკვების რაციონალური გამოყენება და დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა;
  • სამზარეულოს, ინვენტარისა და სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • სანიტარიულ-ჰიგიენური და სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვა;
  • სამზარეულოს ყოველდღიური საქმიანობის დამოუკიდებლად და ორგანიზებულად მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მზარეულად მუშაობის გამოცდილება;
  • მინიმუმ 40-50 ადამიანისთვის — საკვების მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

უნარები:

  • კერძების რაოდენობისა და პროდუქტის საჭიროების სწორად გათვლის უნარი;
  • სისუფთავის მაღალი სტანდარტი;
  • პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • პროდუქტის ეკონომიურად და ეფექტურად გამოყენების უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ;

სხვა:

  • კომპანია უზრუნველყოფს ერთჯერად კვებას.
  • სრულად აღჭურვილი კომპანიის სამზარეულო;
  • სტაბილური და გრძელვადიანი სამუშაო.