კომპანიის ბალანსების კონტროლის უმცროსი სპეციალისტი
„რუსტარ ონლაინი“ საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის, „რუსტარ ტურიზმის“ პარტნიორს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი „რუსტარი“ უკვე 20 წელია ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას 9 ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი, მალდივები, სეიშელის კუნძულები, თურქეთი, ყატარი, ვიეტნამი და საუდის არაბეთი. საქართველოში კომპანია 10 წელია არსებობს და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას. ტურისტული კომპანია „რუსტარ ონლაინი“ აცხადებს ვაკანსიას „ კომპანიის ბალანსების კონტროლის უმცროსი სპეციალისტი“ პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში.
მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე დებიტორებთან ურთიერთობა რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- მეილების და ჩათების შემოწმება/კონტროლი;
- დებიტორული დავალიანებების შემოწმება და კონტროლი, მეილების გადაგზავნა კომპანიებთან
- ინვოისების გადამოწმება საჭიროების შემთხვევაში რეზერვაციის მენეჯერებთან
- რეპორტების წარმოება და კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ფინანსების განხრით);
- ინგლისური ან რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორივე ენის ცოდნას);
- სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო, საქმეს შეისწავლით ადგილზე;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS. Office, უპირატესობა მიენიჭებათ ექსელის საშუალო და მაღალ დონეზე მცოდნე კანდიდატებს);
- კომუნიკაბელური და აქტიური
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე - 2 დღე დასვენება(მოძრავი გრაფიკი, შესაძლებელია სტუდენტებზე გრაფიკის მორგება);
- ანაზღაურება :1000 ლარი
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.rustartourism.com
შეტყობინება: "რუსტარ ონლაინი" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "რუსტარ ონლაინისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი შესაბამისი ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც