კომპანია "იორკ ჰოლდინგ გრუპი" ეძებს მძღოლს საკუთარი ავტომობილით
კომპანია იორკ ჰოლდინგ გრუპი აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე საკუთარი ავტომობილით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: 1,800 ლარი (ფიქსირებული)
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის თანამშრომლებისა და სტუმრების ტრანსპორტირება;
- დოკუმენტებისა და მცირე ამანათების გადაზიდვა;
- ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
- მინიმუმ 3-წლიანი მართვის გამოცდილება;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო/საკომუნიკაციო დონეზე;
- საკუთარი ავტომობილი (SUV ან მინივენი, 6-7 ადგილიანი, მინიმუმ 2016 წლის);
- თბილისის ქუჩებისა და მიმდებარე ტერიტორიების კარგი ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კომუნიკაბელურობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- საწვავის ხარჯი ანაზღაურდება ავტომობილის მოდელის შესაბამისად;
- კომპენსირდება ავტომობილის ცვეთის ხარჯები (ზეთი, ფილტრები, ხუნდები, საბურავები);
გამონაკლის შემთხვევებში, ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა საჭირო გახდეს სამუშაოს შესრულება უქმე დღეს თვეში ერთხელ ან ორჯერ(მაგ., სტუმრების აეროპორტში დახვედრა ან ტრანსპორტირება). ასეთი სამუშაო კომპენსირდება საქართველოს შრომის კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა წესების შესაბამისად.