კომერციული მენეჯერი
Umbrella Group 2019 წლიდან ოპერირებს სამშენებლო, საინჟინრო და სარემონტო სფეროში და ახორციელებს სრული ციკლის პროექტებს — დაგეგმვიდან ჩაბარებამდე.
კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, სანდოობაზე და გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი ქმნის რეალურ ღირებულებას.
გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ კომერციულ მენეჯერს.
გაეცანით კომპანიას: https://www.umbrella-group.ge/
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების ჯგუფის მართვა, დაგეგმვა და იდეების შემუშავება; საჭიროების შემთხვევაში შემოსული პროექტების ჩაბარება და კომერციული პროცესის მხარდაჭერა ხელშეკრულების გაფორმებამდე
- ახალი კლიენტებისა და სტრატეგიული პარტნიორების მოძიება და განვითარება
- არქიტექტორებთან, დიზაინერებთან და სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობა
- დამკვეთთან კომუნიკაცია, საჭიროებებისა და მოთხოვნების დეტალური შესწავლა
- ობიექტზე ვიზიტი და არსებული მდგომარეობის შეფასება (ობიექტზე ვიზიტი კომპანიის ავტომანქანის უზრუნველყოფით)
- ხარჯთაღრიცხვისა და კომერციული შეთავაზების დამკვეთისთვის დეტალურად ახსნა და წარდგენა
- მოლაპარაკებების წარმოება და პროექტის წარმატებით დახურვა
- ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პროექტის გადაცემა შესაბამის შესრულების გუნდზე
- პროცესების კონტროლი და კომპანიის ინტერესების დაცვა ყველა ეტაპზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო, საინჟინრო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო)
- გაყიდვების ან კომერციული მოლაპარაკებების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- ხარჯთაღრიცხვის წაკითხვისა და გაანალიზების უნარი
- ძლიერი კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია
რას გთავაზობთ
- ფიქსირებული ანაზღაურება: 1500 ₾ (NET)
- ბონუს სისტემა: საშუალოდ 3000-5000 ₾ (NET) შედეგზე დამოკიდებულად
- მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- შედეგებზე დაფუძნებული და გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემა
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
- სამუშაო საათები: 10:30-18:00
- ანაზღაურებადი შვებულება
- Day Off
- ულიმიტო სასაუბრო დრო
- კომფორტული, მეგობრული და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო