კომერციული იჯარის აგენტი
კრწანისის რაიონის ბიზნეს სივრცე აცხადებს ვაკანსიას კომერციული იჯარის აგენტის პოზიციაზე.
სრული განაკვეთი (ოფისში მუშაობა)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათ-კვირა და საღამოები - კლიენტების საჭიროების მიხედვით
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
ლოკაცია: თბილისი, კრწანისის ქუჩა
კომერციული უძრავი ქონების იჯარის აგენტი პასუხისმგებელია კომერციული ფართების გაქირავებაზე.
ძირითადი მოვალეობები მოიცავს: პოტენციური დამქირავებლების მოძიებასა და მათთან შეხვედრებს.
რას გააკეთებთ:
- იჯარის აგენტი აქტიურად იქნება ჩართული კომერციული უძრავი ქონების ტრანზაქციების დოკუმენტაციის ყველა ეტაპში;
- არსებული, დაუყოვნებლივ გასაქირავებელი კომერციული ფართების მართვა;
- კლიენტების მოძიება, მათი საჭიროებების კვლევა, ასევე საქართველოს მასშტაბით განვითარების პროექტებისა და მიწის ნაკვეთების კვლევა;
- პოტენციურ დამქირავებლებთან კომუნიკაცია და შეხვედრები ტელეფონით, ელფოსტით ან უშუალოდ ობიექტზე, ასევე მოლაპარაკებების წარმოება;
- მარკეტინგისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და ორგანიზება;
- კანდიდატი უნდა იყოს ძალიან ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული, რადგან პასუხისმგებელი იქნება რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვაზე და იჯარის პროცესის ბოლომდე მიყვანაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი, ვადების დაცვის მიზნით;
- ინგლისურ და ქართულ ენებზე კომუნიკაციისა და საქმიანი წერილების წერის უნარი;
- თბილისში კომერციული (ოფისური) ფართების წარმატებით გაქირავების გამოცდილება აუცილებელია;
- მაღალი მოტივაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და რესურსების ეფექტურად გამოყენების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული, აქტიური და დინამიკური იჯარის მიდგომა (დრო = ფული);
- CRM სისტემების ან MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კომერციული (ოფისური) ფართების გაქირავებაში, წარმატებული გარიგებებით.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესანიშნავ სამუშაო გარემოს, კოლეგებსა და ოფისს.
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - შეთანხმებით