კომერციული დირექტორის ასისტენტი — არესემ საქართველო

არესემ საქართველო — ლოგო
არესემ საქართველო

კომერციული დირექტორის ასისტენტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

RSM-ი წარმოადგენს რიგით მეექვსე გლობალურ დამოუკიდებელ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ქსელურ კომპანიას მსოფლიოს 120 ქვეყანაში, 500 ოფისით და 56 000-ზე მეტი პროფესიონალით. „RSM საქართველო” არის RSM-ის ქსელის დამოუკიდებელი წევრი.

„RSM საქართველო” აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომერციული დირექტორის ყოველდღიური სამუშაო პროცესის მხარდაჭერა;
  • არსებული პოტენციური კლიენტების ბაზებთან მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში ახალი პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება;
  • დაინტერესებების მიღება, სისტემატიზაცია და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა კომერციული გუნდისთვის;
  • კომერციული წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • საპრეზენტაციო დოკუმენტაციის მომზადება და სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის ორგანიზება;
  • კორესპონდენციის წარმართვა;
  • კომერციული გუნდის მხარდაჭერა სხვა ყოველდღიურ ოპერაციულ საკითხებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება/მარკეტინგი/ჟურნალისტიკა)
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია
  • Microsoft Office-ის კარგი ცოდნა

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა