კომერციული დირექტორი- ბათუმი
Nite Development არის დინამიკურად განვითარებადი დეველოპერული კომპანია, რომელიც ახორციელებს სამშენებლო პროექტებს ბათუმის რეგიონში.
ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი გადატანილია მიმდინარე პროექტზე — "Nite Residence" ჩაქვში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულ რეალიზაციას და კომერციული საქმიანობის სტრატეგიულ მართვას.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. N29
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სტრატეგიული მართვა: კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება და შესრულების მენეჯმენტი; ბაზრის პოტენციალის, ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისა და პარტნიორობების იდენტიფიცირება.
- გაყიდვების სისტემების მართვა: გაყიდვების პროცესების მუდმივი მონიტორინგი, მათი ოპტიმიზაცია და CRM სისტემების ეფექტიანი გამოყენება გაყიდვების ზრდისთვის.
- მარკეტინგის მართვა და განვითარება: მარკეტინგული გუნდის ფორმირება (აყვანა), მათ შორის გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის (Head of Sales) შერჩევა, აყვანა და ხელმძღვანელობა.
- მათთან მჭიდრო თანამშრომლობა, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ბრენდის ეფექტიანი პოზიციონირება ბაზარზე.
- კონტროლი და ოპტიმიზაცია: კომპანიის კომერციული საქმიანობის კონტროლი, დაქვემდებარებული განყოფილებების სამუშაო პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია.
- გაყიდვებზე ორიენტირება: გაყიდვების გეგმის შესრულებაზე და შედეგების ზრდაზე აქტიური ფოკუსირება.
- პარტნიორობა: რეალტორებთან, სააგენტოებთან და მსხვილ ინვესტორებთან ურთიერთობების აქტიური მართვა გაყიდვების ზრდის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 5-7-წლიანი გამოცდილება გაყიდვების მართვაში.
- მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება კომერციული დირექტორის, გაყიდვების დირექტორის ან Head of Sales-ის პოზიციაზე.
- გაყიდვების პროცესების შექმნისა და ოპტიმიზაციის პრაქტიკული გამოცდილება.
- CRM სისტემების მართვის გამოცდილება.
- გაყიდვების გუნდის ფორმირებისა და მართვის გამოცდილება.
- სასურველია გამოცდილება უძრავი ქონების, დეველოპერულ, სამშენებლო ან მაღალი ღირებულების პროდუქტის გაყიდვებში.
- უცხო ენების ცოდნა: ინგლისური — სავალდებულო; რუსული და ივრითული — სასურველია.
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ძლიერი ლიდერული, მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარები.
- სამუშაოს სწორი დელეგირებისა და კომერციული მაჩვენებლების ანალიზის უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლიანობა.
ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, რომელიც შედგება ფიქსირებული და გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული ბონუსური სისტემისგან.
გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.