კომერციული და მოიჯარეებთან ურთიერთობების მენეჯერი
აქსის თაუერსი აცხადებს ვაკანსიას კომერციული და მოიჯარეებთან ურთიერთობების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი ხელფასის ტიპი: ფიქსირებული + ბონუსი (ფიქსირებული ხელზე ასაღები ხელფასი 1800 ლარიდან) სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00 - 19:00, 1 საათი შესვენება) აქსის თაუერსი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პირველი მრავალფუნქციური ცათამბჯენია საქართველოში, რომელიც აერთიანებს დეველოპმენტის 5 მიმართულებას - A კლასის ბიზნეს ცენტრს, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, საცხოვრებელს, გასართობ და კომერციულ ფუნქციებს. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სერვისის პროცესის მუდმივი მონიტორინგი. ** კომპლექსში არსებული მოიჯარეების მხრიდან წამოჭრილი პრობლემების დროულად და ეფექტურად მოგვარება, პასუხისმგებელი დეპარტამენტის დროულად ჩართულობის გზით. ** მოიჯარეების მიმართ მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი. ** შინაგანაწესის პერიოდული ცვლილების ინიცირება, განახლებული შინაგანაწესის მოიჯარეებისთვის გაცნობა და მასში გაწერილი წესების დაცვის მონიტორინგი. ** ყოველი თვის ბოლოს მოიჯარეთათვის გასაგზავნი ინვოისების და ფაქტურების დადასტურება. ** წინასწარ დადგენილი პერიოდულობით მოიჯარეების კმაყოფილების დონის კვლევა და შედეგების გათვალისწინებით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. ** კომპლექსის სივრცეში იჯარით დაინტერესებული იურიდიული და/ან ფიზიკური პირებისთვის ფართების დათვალიერება და პრეზენტაციის ჩატარება. ** საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისთვის და ნებისმიერი გარიგებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება. ** გაქირავებულ ობიექტში მოიჯარისთვის ინსტრუქციების/წესების გაცნობა. ** გაქირავების/მომსახურების გაუმჯობესების მასტიმულირებელი აქტივობების შემუშავების პროცესში ჩართულობა მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობით. ** წინასწარ დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი. ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის მონიტორინგი. ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, პოზიციასთან და ფუნქციებთან რელევანტური დამატებითი ფუნქციების შესრულება. საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ** გაყიდვების და/ან გაქირავების სფეროში 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია უძრავი ქონების და/ან სტუმარმასპინძლობის სფეროში. ** სავალდებულოა ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა. ** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ** სავალდებულოა სერვის პლუსის სტანდარტების ცოდნა. ** თვისებები & უნარები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი, კომუნიკაციის კარგი უნარი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა; hr@axistowers.ge არაუგვიანეს 2026 წლის 30 ივნისისა . გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს. წარმატებას გისურვებთ!