ქოლცენტრის ოპერატორი - დღის ცვლა — ხალიკ ბანკი

ხალიკ ბანკი

ქოლცენტრის ოპერატორი - დღის ცვლა

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე (დღის ცვლა)

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

განაკვეთი: სრული

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო დრო დადგენილია მცოცავი გრაფიკის მიხედვით და მოიცავს შემდეგ სამუშაო საათებს: 10:00-18:00; 09:00-17:00; 14:00-21:00.
  • შაბათი ან კვირა შესაძლებელია განისაზღვროს სამუშაო დღედ მცოცავი გრაფიკის საფუძველზე, ნახევარ განაკვეთზე, შემდეგი სამუშაო საათებით: 09:00-15:00 ან 15:00-21:00.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბაკალავრის ხარისხით; სასურველია საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში;
  • მსგავს პოზიციაზე ან საფინანსო სფეროში მინიმუმ 4 თვიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა ქართული ენის ცოდნა, რუსული/ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარები:

  • ორგანიზებული;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და რეაგირების მიღების უნარი;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • კონფლიქტების არიდების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული ზარების და წერილობითი კომუნიკაციების მიღება და ზარის/წერილის შინაარსიდან გამომდინარე შესაბამისი რეაგირება;
  • მომხმარებლების მომსახურეობა კომპეტენციის ფარგლებში;
  • მომხმარებლების პრობლემებზე და სხვა საკითხებზე დროული რეაგირება;
  • განსაზღვრული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2026 წ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ