ქოლცენტრის ოპერატორი
კლინიკა "ლიდერმედი" — რეპროდუქციული სამედიცინო ტურიზმის პიონერი საქართველოში, დაარსებული 1998 წელს, თანამედროვე, მრავალპროფილური ცენტრია, უზრუნველყოფილი მაღალტექნოლოგიური სერვისებით. კლინიკა აცხადებს ვაკანსიას: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნოდარ ბოხუას 21;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 09:30 დან 17:30 მდე; შაბათი 09:30 დან 15:30 მდე;
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში შემოსულ ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხის დროულად გაცემა
- პაციენტების მომსახურების ორგანიზება, ექიმთან ვიზიტის გაფორმება პროგრამულად
- მომხმარებლის კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიის სამედიცინო სერვისების შესახებ
- ზარების პროგრამული აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში ზარების გადამისამართება
- რეპორტების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით;
- MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 11 ივნისი, 2026 წელი.