ქოლცენტრის ოპერატორი
კომპანია "ტექნოლაინი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
"ტექნოლაინი" ციფრული ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი სერვის ცენტრია საქართველოს მასშტაბით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს წამყვანი ბრენდების მომსახურებას.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის 58
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 საათი, კვირაში 5 დღე (კვირის რომელიმე ორი დღე დასვენება).
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი ნეტ. + ყოველთვიური ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალი და გამავალი კომუნიკაციის მართვა (შემომავალ/გამავალი ზარები, Meta-მესენჯერი);
- მომხმარებელთან გამართული, ეფექტური კომუნიკაცია, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი სერვისის შეთავაზება;
- მომართვების დამუშავება და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
- მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება შეკვეთის მიმდინარე სტატუსზე;
- კომპანიაში დადგენილი სტანდარტების ცოდნა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება კომპეტენციების ფარგლებში;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის;
- საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
- სასურველია CRM პლატფორმაში მუშაობის გამოცდილება;
საჭირო უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.