ქოლცენტრის ოპერატორი — მადარტ დელივერი

მადარტ დელივერი — ლოგო
მადარტ დელივერი

ქოლცენტრის ოპერატორი

₾1900 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს ყველაზე ხარისხიან და გემრიელ ტკბილეულსა და ცხობის პროდუქციას სთავაზობს.

"მადარტ დელივერი" "მადარტის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც ჩვენი მომხმარებლისთვის ყველაზე გემრიელი და ტკბილი პროდუქციის, ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მიტანას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანი, უსაფრთხო და დროული მიწოდების გარდა, მომხმარებლისთვის გემრიელი და პოზიტიური განწყობის შექმნაა.

კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა

ანაზღაურება: 1400-1900 ₾

სამუშაო გრაფიკი: სრული, მცოცავი - კვირაში 5 დღე, 8 სამუშო საათი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სატელეფონო მომსახურების გაწევა მომხმარებლებისთვის;
  • მომხმარებლის სრულყოფილად ინფორმირება პროდუქციის შიგთავსის, ფასების, მიტანის სერვისისა და სხვა...შესახებ;
  • შეკვეთების მიღება;
  • შეკვეთების პროგრამულად ასახვა;
  • გამავალი ზარების განხორციელება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • ქოლ-ცენტრში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენები (ინგლისური, რუსული) - B1 დონე.

შერჩევის პროცესი:

  1. I ეტაპი - ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
  2. II ეტაპი - გასაუბრება HR-თან.