ქოლცენტრის ოპერატორი — ნეტმარტი

ნეტმარტი — ლოგო
ნეტმარტი

ქოლცენტრის ოპერატორი

₾1000.0 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ინტერნეტ მაღაზია "ნეტმარტი" 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი მიმართულება არის სამედიცინო საშუალებების, კვებითი დანამატების და ორთოპედიული პროდუქტების რეალიზაცია. "ნეტმარტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვახტანგ ბოჭორიშვილის 37ა; სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 10:00 - 18:00, კვირაში 5 დღე (გრაფიკის მიხედვით); ანაზღაურება: 1000 ლარი (net) + ბონუსი გაყიდვებიდან; სტაჟირების ხანგრძლივობა: 7 დღე, კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან დასაქმდებიან კომპანიაში. ფუნქცია-მოვალეობები: ** პროგრამაში დაფიქსირებული შეკეთების დამუშავება; ** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება; ** შეკვეთის საბოლოო გაფორმება სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით; ** გამავალი ზარების განხორციელება; ** მუშაობა ცხელ და ცივ ბაზაზე (Hot & Cold Leads). საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** სასურველია უმაღლესი განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც); ** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი.