ქოლცენტრის ოპერატორი — Avia.ge

Avia.ge

ქოლცენტრის ოპერატორი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"Avia.ge" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

"Avia.ge" არის ავიაბილეთების სააგენტო, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ავიაბილეთების შეძენას ყველაზე დაბალ ფასად. ვეძებთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს.

თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "Avia.ge" ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები!

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავიაბილეთების ფასების შემოწმება, მომხმარებლისათვის შეთავაზება და დაჯავშნა-გამოწერა;
** სატელეფონო ხაზისა და სოციალურ ქსელების მეშვეობით მოსული მომხმარებლის მომსახურება;
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროების დახმარებით;
** პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება;
** არსებულ მომხმარებელთან ურთიეთობის გაღრმავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საძიებო სისტემების გამოყენების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია);
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, მსგავს პოზიციაზე მშაობის გამოცდილებით.

კომპეტენციები და უნარები:

** წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** პუნქტუალურობა.

სამუშაო განაკვეთი:

ორშაბათი-პარასკევი 19:00-22:00 (კვირაში ორი დღე დასვენება);
შაბათი - 10:00-18:00;
კვირა - 10:00-18:00.

ანაზღაურება: ფიქსირებული (800 ლარი დარიცხვით) + მაღალი საბონუსე სისტემა (2000 ლარამდე გამომუშავების შესაძლებლობით)

* შერჩეული კანდიდატები გაივლიან 2-კვირიან ტრენინგს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კომპანიამ შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ