ქოლგეითი-პალმოლივის ბრენდის მერჩენ-პრისეილერი- ქუთაისი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ქოლგეითი-პალმოლივის ბრენდის მერჩენ-პრისეილერის პოზიციაზე ქუთაისში.
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი; 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 1500 ლარი) + კვარტალური ბონუსი 450
ფუნქცია-მოვალეობები:
- შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა;
- სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
- შეკვეთების მიღება და გაფორმება;
- სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში;
- მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა;
- მარკეტინგული აქტივობების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- აუცილებელია პირადი ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი უნარები:
- ორგანიზებული;
- ენერგიული;
- კომუნიკაბელური;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
- გადაადგილების ხარჯების ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;
- უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე;
- ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
- კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს.