ქოლ-ცენტრის ოპერატორი — VIVO Medical Group

VIVO Medical Group — ლოგო
VIVO Medical Group

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

₾800-1000 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამედიცინო ცენტრების გაერთიანება “Vivo Medical Group” 2016 წლიდან აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.

აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6

სამუშაოს გრაფიკი: 8 საათიანი მცოცავი გრაფიკი, კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება

ანაზღაურება: 800 ლარი, სამი თვის შემდეგ 1000 ლარი (სამომავლოდ გაზრდის პერსპექტივით)

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება;
  • სრულყოფილი სატელეფონო და წერილობითი კონსულტაცია მომხმარებლებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში, მიღებული ზარის კონკრეტულ დეპარტამენტთან გადამისამართება;
  • საჭიროების შემთხვევაში გამოტოვებული გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებელთან;
  • პაციენტების ექიმებთან ვიზიტების ჩანიშვნა კალენდარში;
  • სხვადასხვა სოციალური ქსელიდან შემოსულ კითხვებზე დროეული რეაგირება/პასუხი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება / სტუდენტი
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
  • ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
  • უცხო ენა საკომუნიკაციო დონეზე - ინგლისური/რუსული;
  • საოფისე პროგრამები - საბაზისო დონეზე