ქოლ-ცენტრის ოპერატორი — ჰიპერმარკეტი Domino

ჰიპერმარკეტი Domino — ლოგო
ჰიპერმარკეტი Domino

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

₾1100 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება;
  • სოციალურ ქსელებში შემომავალი შეტყობინებების მართვა;
  • ჰიპერმარკეტ „დომინოს“ ელ. ფოსტაზე შემომავალი წერილების მართვა;
  • მისი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის დახმარების აღმოჩენა, კონსულტაციის გაწევა და მათთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში ზარების, წერილებისა და შეტყობინებების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან;

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების და წერის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების როგორც სალაპარაკო დონეზე ცოდნა ასევე გამართული წერითი უნარი;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა;
  • ანაზღაურება: 1100 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • კვება;
  • Fitpass;
  • უფასო ტრანსპორტირება;

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • უფასო კვება
  • ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა