ქოლ ცენტრის ოპერატორი
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი, ქერჩის ქუჩა #1
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება.
- მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა პროგრამულ უზრუნველყოფაში.
- მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა და დაკვალიანება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
- საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
პერსონალური თვისებები:
- სწრაფი, ლოგიკური და ანალიტიკური.
- პასუხისმგებელი.
- პუნქტუალური.
შპს „აგროჰაბი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.