ქოლ-ცენტრის ოპერატორი
" აბანოთუბანი ჯგუფი " წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას. "აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი სამუშაო გრაფიკი: 7-საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 1 დღე ანაზღაურება: 1300-1500₾ (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე) ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება; ** ჯავშნების მიღება და კომპიუტერულ პროგრამაში შეყვანა; ** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება; ** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა. ძირითადი მოთხოვნები: ** აუცილებელია ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ჩვენთან დაგხვდებათ: ** მზარდი ანაზღაურება; ** სამედიცინო დაზღვევა; ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა; ** შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა; ** ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები. hr.abanotubanigroup@gmail.com და სათაურში (Subject) მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო ვაკანსიის დასახელება. ჩვენ ვამუშავებთ რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში. hr.abanotubanigroup@gmail.com , რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითეთ: "თანახმა ვარ". ამასთან, გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.