ქოლ-ცენტრის ოპერატორი
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.
"BET25" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება 12:00-დან 21:00-მდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
- მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებელთა შეკითხვების, მოთხოვნებისა და პრობლემების დამუშავება;
- მომხმარებელთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია;
- მიღებული ინფორმაციის პროგრამაში/სისტემაში სწორად დაფიქსირება;
- კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- თავაზიანობა და მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა შესაძლებელია კანდიდატის გამოცდილების გარეშე განხილვაც.