ქოლ-ცენტრის ოპერატორი — Inex Group

Inex Group — ლოგო
Inex Group

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ადგილმდებარეობა: თბილისი (ლილო)

სამუშაო აღწერილობა:

  • შემომავალი ზარების მიღება და გამავალი ზარების განხორციელება;
  • მომხმარებლისთვის საკურიერო მომსახურების შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა. საკურიერო მომსახურების გაფორმება მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში;
  • გზავნილებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება (სტატუსი, მდებარეობა, მიწოდების ვადები) და მოთხოვნების ოპერატიული დამუშავება;

მოთხოვნები:

  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი.