ქოლ-ცენტრის ოპერატორი — MAQRO Development

MAQRO Development — ლოგო
MAQRO Development

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

MAQRO Development არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ.

ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ და შედეგზე ფოკუსირებულ ქოლ-ცენტრის ოპერატორს, რომელიც შეუერთდება ჩვენს მზარდ უძრავი ქონების გუნდს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის N30

სამუშაო საათები: 09:00-18:00

ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით) + საბონუსე სისტემა

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთა კმაყოფილება, გაქვთ კომუნიკაციის კარგი უნარი და კომფორტულად მუშაობთ დინამიკურ გარემოში, მოხარული ვიქნებით თქვენი კანდიდატურის განხილვით.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის სატელეფონო მომსახურების გაწევა;
  • შემომავალი და გამავალი ზარების მართვა;
  • სოციალური ქსელების ჩათების მართვა;
  • მომხმარებლებისთვის დეტალური კონსულტაციის გაწევა კომპანიის მიმდინარე სამშენებლო პროექტების შესახებ;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და CRM სისტემაში მონაცემების აღრიცხვა;
  • პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების იდენტიფიცირება;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ქოლ-ცენტრში/კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სამშენებლო/უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office-ის საბაზისო ცოდნა;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია.

პიროვნული უნარები:

  • გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საერთაშორისო უძრავი ქონების კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსებს;
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ერთჯერად კვებას;
  • კორპორატიულ ნომერს (ულიმიტო პაკეტით).

შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რეზიუმეს მიღებიდან 10 დღის განმავლობაში.