ქოლ-ცენტრის ოპერატორი — NB Dental

NB Dental — ლოგო
NB Dental

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სტომატოლოგიური კლინიკა - "NB Dental - ნინო ბერიძის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 16 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ჩვენთვის პრიორიტეტულია კომფორტული გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტის ჯანმრთელი ღიმილი.

თუ ხარ კომუნიკაბელური, პროფესიონალი, პასუხისმგებლობის მქონე და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა შემოგვიერთდი და გახდი პროფესიონალი გუნდის წევრი, სადაც შენი კარიერული ზრდა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და გამოცდილ კანდიდატს, რომელიც წარმართავს ქოლ-ცენტრის ოპერაციებს და ეფექტურად მართავს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალი და გამავალი ზარების ეფექტურად განხორციელება;
  • პაციენტების ჩანაწერების განხორციელება, ჩანიშვნები და ცვლილებების დაფიქსირება CRM სისტემაში;
  • ზარების დროს ინფორმაციის სწორად და მკაფიოდ მიწოდება კლინიკის სერვისებისა შესახებ;
  • პაციენტების შეკითხვებზე პასუხის გაცემა ემპათიური და პროფესიონალური კომუნიკაციის სტილით;
  • პრობლემური სიტუაციების ეფექტური მართვა კლინიკის შიდა სტანდარტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სამედიცინო განათლება სტომატოლოგიის მიმართულებით (მაგრამ არა აუცილებელი);
  • კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები;
  • დეტალებზე ორიენტირებული და შედეგზე მოტივირებული;
  • საოფისე პროგრამების და CRM სისტემების ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ინგლისური და რუსული - სასურველი.

სამუშაო განაკვეთი:

  • სრული სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე 40 საათი;
  • ადგილმდებარეობა: ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარედ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას გუნდის შედეგებზე დაყრდნობით;
  • მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებულ გუნდთან თანამშრომლობას;
  • კომფორტულ, კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს;
  • თანამედროვე სამუშაო ტექნოლოგიებსა და CRM სისტემებს;
  • ტრენინგებს და პროფესიულ განვითარებას კლინიკის შიგნით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებებს!