ქოლ-ცენტრის მიმღები ოპერატორი
კომპანია "მისტერ მასტერი" 16 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე სტაბილურად ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო და კომუნალურ სერვისებს - 24/7, ყოველდღე.
"მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე!
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 1125₾ + პრემია (150-200₾)
სტაჟირების პერიოდი: ანაზღაურებადი
რას გთავაზობთ ჩვენ?
- ტრანსპორტის ხარჯის დაფინანსება — მუნიციპალური ტრანსპორტის საშვი
- კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფასდაკლება ჩვენი სერვისების გამოყენებისას - სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის ფარგლებში
- მეგობრული, კომფორტული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
შენზე ვფიქრობთ, თუ:
- სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან რუსულ ენებს
- გაქვს მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში
- საბაზისო დონეზე იყენებ საოფისე პროგრამებს
შენი მთავარი ამოცანები იქნება:
- ზარებზე სწრაფი და თავაზიანი პასუხი
- მომხმარებლის საჭიროების სწორად მიხვედრა და შესაბამისი დახმარება
- პროდუქტებისა და სერვისების კარგი ცოდნა
- ზარების რეგისტრაცია, ალტერნატიული შეთავაზებები საჭიროების მიხედვით
- აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების გაცნობა მომხმარებლისთვის
- პრობლემური შეკვეთების შემთხვევაში დროული კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. #24