ქოლ-ცენტრის მენეჯერი — ტემპო

ტემპო — ლოგო
ტემპო

ქოლ-ცენტრის მენეჯერი

₾1200 ₾ ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

Tempo Holding აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

სექტორი: დეველოპმენტი / სამშენებლო სექტორი

ჩვენს შესახებ: Tempo Holding – სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.

ვეძებთ კომუნიკაბელურ, კლიენტზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელსაც აქვს ეფექტური სატელეფონო კომუნიკაციისა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული ზარებისა და ლიდების (lead) მიღება, დამუშავება და პირველადი კომუნიკაცია;
  • პოტენციური კლიენტებისთვის პროექტების შეთავაზება ტელეფონით;
  • ინფორმაციის მიწოდება საცხოვრებელი კომპლექსებისა და პირობების შესახებ;
  • CRM სისტემაში მონაცემების შეტანა, განახლება და დაკვირვება კლიენტებთან ურთიერთობაზე;
  • კლიენტების გადამისამართება გაყიდვების გუნდთან, საჭიროებისამებრ;
  • ყოველდღიური რეპორტინგი მენეჯმენტთან;
  • კომუნიკაცია სხვადასხვა არხებიდან შემოსულ მომხმარებლებთან – ზარები, სოციალური ქსელები, ელ.ფოსტა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე ან მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • CRM სისტემაში მუშაობის უნარი (მაგ. Bitrix,);
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა);
  • კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი კულტურა;
  • ორგანიზებულობა, დროის მართვის უნარი და პასუხისმგებლობა;
  • სწრაფად ადაპტაციის და ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

  • ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი შედეგებზე დაყრდნობით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • თანამედროვე სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივა.

სამუშაო პირობები:

  • 2 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე;
  • სამუშაო საათები- 10:00-19:00;
  • სამუშაო ადგილი – ბათუმი, ოფისიდან.