ქოლ-ცენტრის აგენტი- ბათუმი
მეტროპოლი ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს. ჩვენი ბათუმის ფილიალი აფართოებს გუნდს და ეძებს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ქოლ-ცენტრის აგენტს, რომელიც გახდება მომხმარებელთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალი და გამავალი ზარების მართვა;
- მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პოტენციური კლიენტების პირველადი კონსულტაცია და მოთხოვნების იდენტიფიცირება;
- მომხმარებელთა მონაცემების სისტემაში აღრიცხვა და განახლება;
- გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა და შესაბამისი ინფორმაციის დროული გადაცემა;
- მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
- სასურველია მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, განსაკუთრებით სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში;
- სასურველია გაყიდვების პროგრამებთან (CRM და სხვა) მუშაობის გამოცდილება;
- გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- კორპორატიულ ნომერს;
- პროფესიული განვითარების, სწავლებისა და კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს, გუნდურ აქტივობებსა და თიმბილდინგებს.
შემოუერთდით მეტროპოლის ბათუმის გუნდს!