კლინიკური მენეჯერი- ბათუმი
სს "ვიანი" "მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
- ჰოსპიტალში კლინიკური საქმიანობის ორგანიზება და ზედამხედველობა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური გაიდლაინების, პროტოკოლებისა და სტანდარტების დანერგვისა და შესრულების უზრუნველყოფა;
- ჰოსპიტლის კლინიკური სერვისების უსაფრთხო, ეფექტიანი და მოქმედ პროფესიულ და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ჰოსპიტლის დირექტორთან და კლინიკური დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით;
- კლინიკური დეპარტამენტებისა და სამედიცინო პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კლინიკური პროცესების ეფექტიანობის სისტემური შეფასება;
- კლინიკური ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების მონიტორინგში მონაწილეობა, შედეგების ანალიზი და კლინიკური გაუმჯობესების ღონისძიებების ინიციირება;
- კლინიკური აუდიტების, შემთხვევათა განხილვის, სიკვდილიანობისა და გართულებების ანალიზის პროცესების ორგანიზება და შესაბამისი გაუმჯობესების ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;
- არასასურველი კლინიკური მოვლენების, გართულებებისა და მაღალი რისკის შემთხვევების განხილვაში მონაწილეობა, ძირეული მიზეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა;
- ექიმთა კვალიფიკაციის, უფლებამოსილებისა და კლინიკური პრივილეგიების მინიჭების/გადახედვის პროცესის კოორდინაცია დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
- სამედიცინო პერსონალის კლინიკური საქმიანობისა და პროფესიული შესრულების პერიოდული შეფასების პროცესის ორგანიზება;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის, სრულყოფილებისა და კლინიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
- კლინიკური პროცესების - პაციენტის მიღების, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, კონსულტაციის, ჰოსპიტალიზაციის, გადაყვანისა და გაწერის - გამართულობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფა;
- სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება, კლინიკური განათლებისა და ტრენინგების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
- დაქვემდებარებული კლინიკური სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია, პასუხისმგებლობების ეფექტიანი განაწილება და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სისტემური თანამშრომლობა;
- კლინიკური პერსონალის საჭიროების, დატვირთვისა და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი რესურსების შეფასებაში მონაწილეობა;
- ჰოსპიტლის ხარისხის დირექტორთან თანამშრომლობა კლინიკური ხარისხის, პაციენტის უსაფრთხოების, რისკების მართვის, აკრედიტაციისა და გაუმჯობესების პროცესებში;
- კლინიკურ კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;
- სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო, მარეგულირებელი და პროფესიული მოთხოვნების მონიტორინგი და კლინიკურ პრაქტიკაში მათი დანერგვის უზრუნველყოფა;
- დადგენილი კლინიკური და ოპერაციული შესრულების ინდიკატორების მონიტორინგი და შესაბამისი სამიზნე მაჩვენებლების მიღწევაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება;
- ჰოსპიტლის შიდა პოლიტიკების, პროცედურების, კლინიკური სტანდარტებისა და სხვა სავალდებულო მოთხოვნების დაცვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სავალდებულოა უმაღლესი განათლება მედიცინის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით; სასურველია სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში;
- კლინიკური მენეჯერის აკრედიტებული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
- სამედიცინო დაწესებულებაში მენეჯერულ/ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა
- საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნები; საერთაშორისო ხარისხისა და აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნას ენიჭება უპირატესობა.
- კლინიკური მმართველობისა და პაციენტის უსაფრთხოების პრინციპები;
- კლინიკური გაიდლაინების, პროტოკოლებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპები;
- კლინიკური აუდიტის, შემთხვევათა განხილვისა და კლინიკური შედეგების შეფასების ძირითადი მეთოდები;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების მოთხოვნები;
- ინგლისური ენის ცოდნა პროფესიული ლიტერატურისა და დოკუმენტაციის გამოყენების დონეზე;
- MS Office პროგრამები.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები
- საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროისა და რესურსების ეფექტიანი მართვა;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- პრობლემების სისტემური იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან თანამშრომლობის უნარი;
- კონფლიქტური და რთული კლინიკური სიტუაციების მართვის უნარი;
- შედეგზე ორიენტაცია.
ჩვენ გთავაზობთ
- განვითარების და მუდმივი სწავლის შესაძლებლობას;
- თანამშრომლისთვის სპეციალურ პირობებს ჰოსპიტლის ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე;
- სპეციალურ ფასდაკლებებს სააფთიაქო ქსელში (ჯიპისი და ფარმადეპო);
- "იმედი L"-ის ჯანმრთელობის დაზღვევას.