კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი- უზბეკეთი — საერთაშორისო კომპანია

საერთაშორისო კომპანია

კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი- უზბეკეთი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი:

ლაბორატორიის ეფექტური, სტაბილური და მაღალი ხარისხის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; კლინიკური შედეგების სანდოობის კონტროლი; პროცესების ოპტიმიზაცია და გუნდის მართვა.

სამუშაო ადგილი: უზბეკეთი (ტაშკენტი)

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: აშშ დოლარში მაღალი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ძირითადი მოთხოვნები:

  • ≥5 წელი კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში;
  • სასურველია ხელმძღვანელ ან უფროს სპეციალისტის პოზიციაზე;
  • გამოცდილება კერძო და/ან მრავალპროფილურ საავადმყოფოში;
  • თანამედროვე ლაბორატორიული ანალიზატორების (ჰემატოლოგია, ბიოქიმია) სრულყოფილი ცოდნა;
  • კალიბრაციის, QC/QA სისტემების პრაქტიკული მართვა;
  • ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემების (LIS) გამოყენება/დანერგვა;
  • პრეანალიტიკური, ანალიტიკური და პოსტანალიტიკური ეტაპების კონტროლი;
  • გარე ხარისხის პროგრამებში (EQAS/RIQAS) მონაწილეობის გამოცდილება;
  • ლაბორატორიის აკრედიტაციისა და რეგულაციების ცოდნა;
  • ლაბორატორიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
  • ხარისხის კონტროლის სისტემის ზედამხედველობა;
  • კრიტიკული ლაბორატორიული შეცდომების მართვა;
  • კლინიკურ დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
  • ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • პერსონალის შერჩევა, შეფასება და განვითარება;
  • ახალი მეთოდების/ტექნოლოგიების დანერგვა;
  • აუცილებელია რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.

მენეჯერული და ანალიტიკური უნარები:

  • რესურსების ოპტიმიზაცია (რეაგენტები, დრო, პერსონალი)
  • გადაწყვეტილებების მიღება კრიტიკულ სიტუაციებში
  • კლინიცისტებთან პროფესიული კომუნიკაცია და პოზიციის დაცვა
  • პროცესების ანალიზი და გაუმჯობესება
  • გუნდის მართვა და განვითარების უზრუნველყოფა

დამატებითი უპირატესობები:

  • ინგლისური ენა (ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე)
  • ISO 15189 ან მსგავსი სტანდარტების გამოცდილება
  • აუდიტებში მონაწილეობის გამოცდილება