კლინიკის რეგისტრატორი
GGRC კლინიკა აცხადებს ვაკანსიას კლინიკის რეგისტრატორის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების რეგისტრაციას, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, ფინანსურ ანგარიშსწორებას და მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00
მორიგეობა (შაბათი) 09:30-15:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვ. ბარნოვის ქ. №51 გ
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის სამედიცინო პროგრამაში - SoftMedic-ში;
- პაციენტის შესახებ ინფორმაციის შევსება და ამბულატორიული ბარათის გახსნა;
- პაციენტებთან ფინანსური ანგარიშსწორება და სალარო ჩეკის გაცემა;
- საჭიროების შემთხვევაში პაციენტის გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან ან პროცედურაზე;
- პაციენტების წინასწარი ჩაწერა ექიმთან ან სხვადასხვა ტიპის გამოკვლევაზე;
- ჩაწერებისა და რეგისტრაციების შიდა პროგრამაში სწორად ასახვა;
- ანალიზის პასუხების გაცემა დადგენილი წესის შესაბამისად;
- შიდა სატელეფონო ზარებზე პასუხი და პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- დღის ბოლოს რეგისტრაციების, დოკუმენტაციისა და სალაროს მონაცემების შედარება;
- სალაროს დახურვა დადგენილი წესის მიხედვით;
- კლინიკის შიდა წესების, პროცედურებისა და ინსტრუქციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო ან უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
- სატელეფონო კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი.
აუცილებელი უნარები:
- მკაფიო და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის ზუსტად და სრულყოფილად აღრიცხვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების უნარი;
- გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი;
- ფინანსურ მონაცემებთან ყურადღებით და სიზუსტით მუშაობის უნარი;
- მშვიდად და ეფექტურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
განაცხადის გამოგზავნის წესი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 07/08/2026