კლინიკის ეპიდემიოლოგი
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა აცხადებს კლინიკის ეპიდემიოლოგის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
- ინფექციების პრევენციისა და კონტროლის შიდა სტანდარტების შედგენა, კლინიკაში დანერგვა და მონიტორინგი;
- უსაფრთხოების ზომების შემუშავება, მკურნალობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და შესაბამისი პროტოკოლების მომზადება;
- პერსონალის მიერ სანიტარულ-ჰიგიენური, დეზინფექციისა და სტერილიზაციის ნორმების დაცვის რეგულარული კონტროლი;
- ინფექციის გავრცელების ეჭვის ან დაფიქსირების შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარება და ლოკალიზაციის მიზნით სასწრაფო რეაგირება;
- პერსონალის უწყვეტი სწავლების სისტემაში ინფექციის კონტროლის საკითხების ჩართვა;
- გადამდები დაავადებების დიაგნოზის დადგენის ან ეჭვის მიტანის შემთხვევაში მარეგულირებელ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაცია;
- სამედიცინო პერსონალის პროფესიულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა; სეზონური გრიპის აცრების ჩატარება; C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში სამედიცინო პერსონალის სკრინინგით მოცვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სუბკვალიფიკაცია ეპიდემიოლოგიაში;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა.
3 სექტემბრის ჩათვლით.