კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი- ბათუმი
DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30, შაბათი: 10:00-14:00)
ანაზღაურება: 1100 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტების სრულყოფილი მომსახურება;
- ჩამოსული გზავნილის გაცემა და სისტემური ასახვა;
- კლიენტებს აწვდის ინფორმაციას პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ;
- აიდენტიფიცირებს კლიენტის საჭიროებას და უზრუნველყოფს შესაბამის მომსახურების;
- უზრუნველყოფს პროდუქტების და მომსახურების გაყიდვას;
- დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამულ მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება;
- სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის კარგი ცოდნა და სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- დროის მართვის უნარი;
- სიახლის ათვისების უნარი;
- კარგი კომუნიკაციის და გადმოცემის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.