გალერია თბილისი
კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
გალერია თბილისი აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები
- სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე არსებული სერვისების, შიდა ინფრასტრუქტურის, მოიჯარეების განლაგებისა და მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა. მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, მხარდაჭერა, საჭირო ინფორმაციის ოპერატიული მიწოდება და კონსულტაციის გაწევა სავაჭრო ცენტრში არსებული შიდა რეგულაციებისა და სტანდარტების შესაბამისად.
- სავაჭრო ცენტრში მიმდინარე კამპანიებისა და ღონისძიებების აქტიური პოპულარიზაცია ვიზიტორთა ჩართულობის გაზრდის მიზნით.
- სავაჭრო ცენტრის მოიჯარეების შიდა სარეკლამო კამპანიების მხარდაჭერა, მათ შორის სასაჩუქრე ბარათების პროგრამების, სპეციალური შეთავაზებებისა და საქველმოქმედო ღონისძიებების ადმინისტრირება.
- მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი, წინა ისტორიის განხილვა და ინფორმაციის დამუშავება ზუსტი, ამომწურავი და გადამოწმებული პასუხების მიწოდების მიზნით.
- კრიზისული სიტუაციების მართვა და უსაფრთხოება: საგანგებო სიტუაციებზე სწორი რეაგირება და ამასთან დაკავშირებით სავაჭრო ცენტრში არსებული სტანდარტების დაცვა.
- პასუხისმგებელია სატელეფონო ზარებზე პასუხის, ელფოსტის კონტროლისა და საჭიროებისამებრ ადმინისტრაციაში გადართვაზე.
- აღრიცხოს მომხმარებელთა მიმართვები შესაბამისი დოკუმენტირების საშუალებით.
- პასუხისმგებელია სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფაზე.
- უზრუნველყოს დაკარგული და ნაპოვნი ნივთების (Lost & Found) რეგისტრაცია, შენახვა და გაცემის პროცესის მართვა დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
- საჭიროების შემთხვევაში, შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამსახურებრივი დავალებები, რომლებიც შეესაბამება პოზიციის ფუნქციებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება.
- მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონისა.
- MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა.
- ეფექტური კომუნიკაციის გამორჩეული უნარები.
- კონფლიქტური სიტუაციების მართვისა და გადაწყვეტის უნარი.
- დროის ეფექტურად მართვის უნარი და ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების შესაძლებლობა.
- მომხმარებლებთან, მოიჯარეებთან, სავაჭრო ცენტრის მენეჯმენტთან, მომსახურების მომწოდებლებთან და სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- კეთილგანწყობილი, კომუნიკაბელური, პროაქტიული და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება.
- პოზიტიური დამოკიდებულება და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის ძლიერი მოტივაცია.
ვადა: 29.07.2026