კლიენტთა მომსახურების მოლარე-მენეჯერი- ბორჯომი
წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?
"ბაზისბანკის" გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!
თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!
ამჟამად ჩვენ კლიენტთა მომსახურების მოლარე-მენეჯერს ვეძებთ ბორჯომში.
გაეცანი ჩვენს ვაკანსიას და გამოგვეხმაურე თუ:
- გუნდური მუშაობა გიყვარს და, ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული ხარ;
- ხარ პასუხისმგებლობიანი და არ უშინდები გამოწვევებს;
- შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემა.
გაინტერესებს რას გთავაზობთ?
- ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების დღიდან;
- სამგზავრო ბარათს ან კორპორატიულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროით;
- პრემიალური კლასის სახელფასო პლასტიკურ ბარათს;
- გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის თანაბარია;
- პროფესიონალების გუნდს, რომელიც გაგიმარტივებს კომპანიაში ადაპტაციის პროცესს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობებს: ბაზისბანკში თანამშრომლების დაწინაურების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.
შენი მოვალეობები ამ პოზიციაზე იქნება:
- სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაციების წარმოება კლიენტთა ანგარიშებზე (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება);
- საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
- ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება.
შენგან კი დაგვჭირდება:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.