კლიენტთა მომსახურების მენეჯერი- თბილისი, ზუგდიდი — Auto Home

Auto Home

კლიენტთა მომსახურების მენეჯერი- თბილისი, ზუგდიდი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ავტომობილების სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (დიღმის მასივი), ქ. ზუგდიდი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები (ფიქსირებული + ბონუსი) - ფიქსირებული ანაზღაურება 700 ₾ (საშუალოდ 1300-1500 ლარიდან).
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი: 10:00-15:00;

შესასრულებელი ამოცანები:

  • პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და კომპანიის სერვისების შეთავაზება;
  • მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 3-თვიანი სამუშაო გამოცდილება

კომპანია გთავაზობთ:

  • საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას;
  • განმავითარებელ ტრენინგებს;
  • დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
  • კორპორაციულ დაზღვევას