კლიენტთა მომსახურების მენეჯერი- ბათუმი — პროკრედიტ ბანკი

პროკრედიტ ბანკი — ლოგო
პროკრედიტ ბანკი

კლიენტთა მომსახურების მენეჯერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" ბათუმის ფილიალის გუნდში!

"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

ვაკანსია: კლიენტთა მომსახურების მენეჯერი (ბათუმი)

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების სწრაფი, ეფექტური და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტის საჭიროების გაანალიზება და მათზე მორგებული საბანკო სერვისების შეთავაზება;
** საბანკო ოპერაციების წარმოება;
** სერვის პუნქტის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საკითხებში ჩართულობა

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "კლიენტთა მომსახურების მენეჯერი (ბათუმი)" შემდეგ ელფოსტაზე:

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 08/07/2026

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე:

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ