კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი — Just Advisors

Just Advisors — ლოგო
Just Advisors

კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Just Advisors" ეძებს მოტივირებულ ადამიანს კომერციულ განყოფილებაში, რომელიც ჩაერთვება შემოსული კონტაქტების დამუშავებაში, პირველადი იურიდიული კონსულტაციების ჩატარებასა და კომპანიის იურიდიული მომსახურებების შეთავაზების პროცესში.

განყოფილება: კომერციული

ლოკაცია: თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პოზიციის შესახებ: კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი

ეს პოზიცია იდეალურია კანდიდატისთვის, რომელსაც სურს პრაქტიკული გამოცდილების მიღება საერთაშორისო იურიდიულ და ბიზნეს საკონსულტაციო გარემოში, კლიენტებთან აქტიური კომუნიკაციითა და გაყიდვების პროცესში ჩართულობით.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული კონტაქტების (Leads) დამუშავება და პირველადი კომუნიკაცია;
  • კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვების პროცესის მართვა;
  • CRM სისტემაში მუშაობა;
  • ხელშეკრულებების, ინვოისებისა და გადახდების პროცესის კოორდინაცია;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების, კლიენტებთან ურთიერთობის ან ბიზნესის განვითარების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (აუცილებელია);
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუსების სისტემას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას;
  • თანამედროვე სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.

დასაქმება: სრული განაკვეთი