ქიმიური ანალიზების ლაბორანტი — უჯ ლუბრიკანტს

უჯ ლუბრიკანტს — ლოგო
უჯ ლუბრიკანტს

ქიმიური ანალიზების ლაბორანტი

შეთანხმებით ახალი ქუთაისი · ადგილზე სრული განაკვეთი

UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას ქიმიური ანალიზების ლაბორანტის პოზიციაზე

კომპანიის აღწერა:

UG Lubricants არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება საპოხი მასალების, ზეთების, გრიზებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში ავტო- და სამრეწველო სექტორისთვის. კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და მომხმარებლებს სთავაზობს ფართო ასორტიმენტს სხვადასხვა ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებით. UG Lubricants განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხარისხს, ტექნოლოგიურ განვითარებასა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნედლეულის, შუალედური და მზა პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება
  • პროდუქციის ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა, მათ შორის: სიმკვრივე, სიბლანტე და სხვა ტექნიკური პარამეტრები
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა საწარმოო პროცესის ყველა ეტაპზე
  • ანალიზის შედეგების დაფიქსირება და დოკუმენტირება ლაბორატორიულ ჟურნალებში და ელექტრონულ აღრიცხვის სისტემებში (Excel / შიდა პროგრამა)
  • საწარმოო პროცესში ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი მონაცემების ანალიზი
  • პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ ტექნიკურ და ხარისხის სტანდარტებთან
  • ლაბორატორიული საზომი მოწყობილობებისა და ინვენტარის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და კონტროლი
  • ტექნიკური დოკუმენტაციისა და შიდა რეგულაციების დაცვა
  • შიდა შემოწმებებსა და ხარისხის კონტროლის პროცესებში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ქიმიის ან ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულებით
  • ლაბორატორიულ სამუშაოებში გამოცდილება – ჩათვლება უპირატესობად
  • რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა (B1-B2).
  • ლაბორატორიული საზომი მოწყობილობებთან მუშაობის უნარი
  • ხარისხის კონტროლის სტანდარტების (ISO, ASTM და სხვ.) ცოდნა – ჩათვლება უპირატესობად
  • სიზუსტე, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და შესრულების უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი

დასაქმების ტიპი

სრული განაკვეთი (Full time)

სამუშაო გრაფიკი / ფორმატი:

სრული – ოფისში მუშაობა (ქუთაისი)
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00

ანაზღაურება:

ანაზღაურება გაანისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ბენეფიტები:

  • სამედიცინო დაზღვევა
  • თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა
  • სტაბილური სამუშაო გარემო და დაგეგმილი სამუშაო პროცესი
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით

უპირატესობები:

ჯანმრთელობის დაზღვევა