ხის დამამუშავებელი ჩარხების საველე ინჟინერი — Biesse Georgia

samushao.ge
Biesse Georgia — ლოგო
Biesse Georgia

ხის დამამუშავებელი ჩარხების საველე ინჟინერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ხის დამამუშავებელი ჩარხების მწარმოებელი იტალიური კომპანიის "BIESSE SPA" წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას საველე ინჟინრის პოზიციაზე: ხის დამამუშავებელი ჩარხების საველე ინჟინერი

ძირითადი მოვალეობები (თბილისში ან რეგიონში):

  • ჩარხის დამონტაჟება და პირველადი გამართვა ობიექტზე;
  • გაუმართაობის/ხარვეზების დროული დიაგნოსტიკა, მიზეზების დადგენა და შეკეთება (როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად);
  • მომხმარებლისთვის ჩარხების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების გაცნობა/ტრეინინგი;
  • შესრულებული სამუშაოს და ტექნიკური მდგომარეობის შესახებ რეპორტების წარმოება;
  • შრომის უსაფრთხოების და ტექნიკური სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკური განათლება (პროფესიული ან უმაღლესი — ელექტრონული, მექანიკური ან ინჟინერიის მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (ჩარხების სერვისი, ელექტროობა ან მექანიკა);
  • ელექტრო/მექანიკური სქემების კითხვისა და გაგების უნარი;
  • ხელსაწყოებთან და საზომ აპარატურასთან (მაგ. მულტიმეტრი) მუშაობის გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია);
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ტექნიკური ინგლისურის ცოდნა ინსტრუქციების წასაკითხად და მხარდაჭერის ჯგუფთან საკომუნიკაციოდ.

პიროვნული თვისებები:

  • პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მოქმედების უნარი.

კვალიფიკაციის ასამაღლებლად ინჟინერი გაივლის ტრეინინგებს (დისტანციურად, ადგილზე ჩარხთან მიმდინარე სამონტაჟო სამუშაოებისას ან სერვისის დროს).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ