ხერხით ჭრის ოპერატორი
შპს „ნიკოლამი“ აცხადებს ვაკანსიას Bala makina-ს ხერხით ჭრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში 5 სამუშაო დღე
- სამუშაო საათები: 10:00 დან 18:00 საათამდე.
მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ხერხით ჭრის დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
- უსაფრთხოების ნორმებისა და სამუშაო ინსტრუქციების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
- ხერხით ჭრის დანადგარის მართვა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- მასალების ზუსტი ჭრა ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად;
- სამუშაო ადგილის სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- წარმოების პროცესში ხარისხის კონტროლი.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი – 1500 ლარი
- დამატებით ბონუსი შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ხარისხის მიხედვით.
საწარმო მდებარეობს ქ.თბილისი, ჭედიას ქ.1. ხელოსნების ქალაქი.