ხელმძღვანელის თანაშემწე
NS STUDIO Architecture & Design აცხადებს ვაკანსიას ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება; დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, წერილები, ინვოისები და სხვა) დამუშავება, კორექტირება, დახარისხება, დაარქივება და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
- ელექტრონული ფოსტის მართვა, კორესპონდენციის მომზადება, ფილტრაცია და პრიორიტეტების განსაზღვრა;
- პირადი სატელეფონო ზარების მიღება;
- საორგანიზაციო საკითხების, შეხვედრებისა და კონფერენციების დაგეგმვა/მომზადება;
- შიდა და საერთაშორისო მივლინებებისა და მოგზაურობის დაგეგმვა (ფრენა, სასტუმროს ჯავშანი);
- თარგმნითი სამუშაოების შესრულება, როგორც დოკუმენტაციის თარგმნა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრების დროს სინქრონული თარგმნა;
- დირექტორის ბიზნეს-კალენდრის მართვა, შეხვედრების დღის წესრიგის, რეპორტებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება;
- შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების ჩანიშვნა, მონიტორინგი და შემდგომი ქმედებების კოორდინაცია;
- პირადი საბანკო გადარიცხვების წარმოება, ინვოისებისა და გადახდების ადმინისტრაციული კონტროლი;
- მომწოდებლებთან კომუნიკაციის კოორდინაცია;
- შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა;
- პრეზენტაციების, ანგარიშებისა და სხვა მასალების მომზადება;
- კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, პროექტების ეტაპებზე ინფორმაციის ფლობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და პროფესიული დისკრეციის უზრუნველყოფა;
- არქიტექტურულ გუნდთან კოორდინაცია;
- სხვადასხვა პროექტის სტატუსის კონტროლი, პროგრესის ანგარიშების მომზადება, პროექტების რისკების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
- კლიენტებთან, ინვესტორებთან და პარტნიორებთან პროფესიული კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული, საოფისე და პროექტების მართვის პროგრამების (Microsoft Office, Google Workspace, Monday.com, Slack და სხვ.) მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები და საჭირო თვისებები:
- ეფექტიანი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კრიტიკული აზროვნება;
- სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება და სხვა შეღავათები:
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე).