ხაზის კონსულტანტი- ბათუმი
„ბიბლუსი ჯგუფის“ შვილობილი კომპანია - შპს „მულტი“ აცხადებს ვაკანსიას ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში.
„მულტი“ არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო ადგილისა და საკვების ჭურჭლის სისუფთავის კონტროლი;
- ხაზში მიღებული პროდუქციის აწონა, კონტეინერებში განაწილება;
- მიღებული შეკვეთის გამზადება მომხმარებლისთვის გადასაცემად;
- პროდუქციის უზრუნველყოფა ფასმაჩვენებლებით;
- დახლ-მაცივრის პროდუქციით შევსება;
- პროდუქციის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება
მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, გრანდმოლი, ხიმშიაშვილის 9