ხაზინის დეპარტამენტის უფროსი
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას ხაზინის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
"ცენტრალი" გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- საუკეთესო სამუშაო პირობებს
ძირითადი მოვალეობები:
- ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება
- სავალუტო გაყიდვების სტრატეგიის კოორდინაცია, სავალუტო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების მართვა და ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი
- კლიენტების ვალუტის გაცვლითი ოპერაციების ანალიზი, ბრუნვის და მარჟის დინამიკის კონტროლი და კონვერტაციებზე/ სავალუტო პროდუქტებზე მოთხოვნის შესწავლა
- ფილიალებთან აქტიური კომუნიკაცია ფასდადების და სავალუტო ბაზარზე ინფორმაციის გაცვლის კუთხით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 5 წლიანი გამოცდილება ვალუტის გაცვლის მიმართულებით, ფინანსურ სექტორში
- კლიენტებთან მუშაობის და სავალუტო ბაზრებთან/სავალუტო პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება
- სავალუტო ბაზრების და სავალუტო პროდუქტების (მათ შორის სავალუტო რისკების დაზღვევის პროდუქტები) სიღრმისეული ცოდნა
- ტექნიკური მოთხოვნები: სასურველია Bloomberg-ის პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება, Excel, PowerPoint და MS Office-ის ექსპერტულ დონეზე ფლობა მუშაობის
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარი
- კომუნიკაბელურობა, კოლეგიალობა
- ორგანიზებულობა და გუნდურობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი (გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი)
- პუნქტუალურობა, აკურატულობა, პრინციპულობა
არაუგვიანეს 20/07/2026.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.