ხარჯთაღმრიცხველი — კოლონა ჯგუფი

კოლონა ჯგუფი

ხარჯთაღმრიცხველი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია "კოლონა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს პროექტების ზუსტ, დეტალურ ფინანსურ და მატერიალურ აღრიცხვას.

ძირითადი მოვალეობები:

  • საორგანიზაციო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ანალიზი
  • სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და მომსახურების ბაზრის ფასების ყოველკვირეული კვლევა, მონიტორინგი და ანალიზი
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების საფუძვლიანი ანალიზი და შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების ზუსტი დათვლა
  • კომერციული წინადადებებისა და ტენდერებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიხედვით ხარჯთაღრიცხვის მომზადება
  • ფორმა №2-ების (შესრულებული სამუშაოების აქტების) მომზადება, შემოწმება და კონტროლი
  • მიმდინარე პროექტების ხარჯების კონტროლი და ფაქტობრივი დანახარჯების შედარება გეგმიურთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი ანალოგიურ პოზიციაზე (სამშენებლო სექტორში)
  • ფორმა №2-თან მუშაობისა და შესრულებული სამუშაოების აქტების შედგენის პრაქტიკული გამოცდილება
  • სამშენებლო/საინჟინრო ნახაზების (არქიტექტურა, კონსტრუქცია) პროფესიონალურ დონეზე კითხვისა და გარჩევის უნარი
  • ბაზრის კვლევის, მომწოდებლებთან კომუნიკაციისა და საუკეთესო პირობების იდენტიფიცირების გამოცდილება
  • განათლება სამოქალაქო ინჟინერიის, მშენებლობის მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში
  • სამშენებლო ნორმების, წესებისა და ტექნოლოგიების სრულყოფილად ცოდნა
  • საინჟინრო/საპროექტო პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა (AutoCAD, ArchiCAD) და ძლიერი უნარები MS Excel-ში (სასურველია სატენდერო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება)

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

  • სამუშაო საათები: 10:00 - 17:00 (ორშაბათი - პარასკევი)
  • სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (მინიმუმ 3 სამუშაო დღე ოფისიდან)
  • მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო, ადამ მიცკევიჩის ქუჩა
  • ანაზღაურება: 2500 ლარი (ხელზე ასაღები)

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ანალიტიკური აზროვნება და დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის უნარი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 25 ივნისი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ