ხარისხის მენეჯერი
Domus Development ეძებს ხარისხის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო პროექტებზე ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის პროცესების ზედამხედველობაზე. პოზიციის მთავარი მიზანია უზრუნველყოს კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოები, გამოყენებული მასალები და სამშენებლო პროცესები სრულ შესაბამისობაში იყოს საპროექტო დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ სტანდარტებთან, მოქმედ რეგულაციებთან და კომპანიის ხარისხის მოთხოვნებთან.
ძირითადი პასუხისმგებლობები:- სამშენებლო სამუშაოების ხარისხის სისტემური კონტროლი პროექტის ყველა ეტაპზე.
- კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების, გამოყენებული მასალებისა და სამშენებლო პროცესების შესაბამისობის შეფასება საპროექტო დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებთან და მოქმედ სტანდარტებთან.
- ხარისხთან დაკავშირებული ინსპექტირებებისა და შემოწმებების დაგეგმვა, ჩატარება და შედეგების შეფასება.
- გამოვლენილი შეუსაბამობების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის პროცესის მონიტორინგი და მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების კონტროლი.
- სამშენებლო მასალების სერტიფიკატების, ლაბორატორიული კვლევებისა და ტესტირების შედეგების გადამოწმება.
- კონტრაქტორების მიერ ხარისხის მართვის პროცესებისა და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის შესრულების მონიტორინგი.
- პროექტის მენეჯერთან, სამშენებლო ზედამხედველებთან, საპროექტო გუნდსა და კონტრაქტორებთან მჭიდრო თანამშრომლობა ხარისხთან დაკავშირებული საკითხების ეფექტიანი მართვის მიზნით.
- ხარისხის მაჩვენებლების, ინსპექტირებებისა და გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება.
- ყოველდღიური ანგარიშების წამოება.
- მასალების მიღების კონტროლი ობიექტზე - რაოდენობის, ხარისხისა და შესაბამისობის გადამოწმება მიწოდებისას.
- კონტრაქტორების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშოების ფორმის მოცულობის და ხარისხის დადასტურება.
- უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის, მშენებლობის ან შესაბამისი მიმართულებით.
- სამშენებლო პროექტებზე ხარისხის მართვის ან ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულებით 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- სამშენებლო სტანდარტების, ხარისხის კონტროლის პროცესებისა და ტექნიკური რეგულაციების კარგი ცოდნა.
- სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების ანალიზის უნარი.
- MS Office-ის ეფექტურად გამოყენების უნარი.
- ISO 9001 Internal Auditor სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.
- დეტალებზე ორიენტირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით.