ხარისხის მართვისა და რეკლამაციების მენეჯერი — უნისონი

უნისონი — ლოგო
უნისონი

ხარისხის მართვისა და რეკლამაციების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს. გელით ხარისხის მართვისა და რეკლამაციების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. გამრეკელის 19

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო საათები: 09:30-18:30

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტთა რეკლამაციების მიღება, რეგისტრაცია, ანალიზი და დროული დამუშავების უზრუნველყოფა;
  • რეკლამაციების განხილვის პროცესის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან (ზარალები, ანდერრაიტინგი, გაყიდვები, ქოლ ცენტრი და სხვ.);
  • რთული და ესკალირებული შემთხვევების მართვა, საჭიროების შემთხვევაში ექსპერტიზის დანიშვნა;
  • რეკლამაციებზე რეაგირების ვადების კონტროლი და SLA-ების დაცვა;
  • რეკლამაციების მიზეზების ანალიზი და სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება;
  • სამედიცინო დაზღვევის პროცესების ხარისხის მონიტორინგი და გაუმჯობესების ინიციატივების განხორციელება;
  • ხარისხის სტანდარტებისა და პროცედურების შემუშავება, განახლება და კონტროლი;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების (CSAT, NPS და სხვა) დაგეგმვა, ანალიზი და შედეგების ინტერპრეტაცია;
  • შიდა ტრენინგების ინიცირება/ჩატარება ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების განვითარების მიზნით;
  • პერიოდული ანგარიშგება (რეკლამაციები, ხარისხის მაჩვენებლები, ტენდენციები) და რეკომენდაციების წარდგენა მენეჯმენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების, რეკლამაციების მართვის ან ხარისხის კონტროლის მიმართულებით
  • სასურველია სადაზღვევო/ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • MS Office-ის ცოდნა

უნარ-ჩვევები:

  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
  • პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტის უნარი
  • კონფლიქტების მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა