ხარისხის კონტროლის სპეციალისტი/QC სპეციალისტი- ბათუმი — ჰოუმსაიდ ბათუმი

ჰოუმსაიდ ბათუმი

ხარისხის კონტროლის სპეციალისტი/QC სპეციალისტი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის/QC სპეციალისტის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიდან და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლს, სტანდარტებთან შესაბამისობას და ობიექტის ჩაბარების პროცესში ხარისხის მართვას.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამშენებლო სამუშაოების ხარისხის მიმდინარე კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება საპროექტო დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ ნორმებთან და კომპანიის სტანდარტებთან;
  • სამშენებლო მასალების, კონსტრუქციებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება;
  • გამოვლენილი ხარვეზების აღრიცხვა, გამოსასწორებელი რეკომენდაციების გაცემა და მათი შესრულების მონიტორინგი;
  • ხარისხის კონტროლის ანგარიშების მომზადება და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამუშაო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე ინსპექტირების განხორციელება;
  • პროექტის გუნდთან, ტექნიკურ ზედამხედველთან და ქვეკონტრაქტორებთან ხარისხის საკითხებზე კოორდინაცია;
  • ობიექტზე სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების შესრულების კონტროლი;
  • ობიექტის ჩაბარებისა და მიღების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავს მიმართულებაზე;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო ნორმების, ტექნიკური რეგლამენტებისა და ხარისხის კონტროლის სტანდარტების ცოდნა;
  • საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
  • AutoCAD-ისა და MS Office-ის ცოდნა;
  • ISO 9001-ის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ანალიზის, ხარვეზების გამოვლენისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • ობიექტურობა და მაღალი პროფესიული ეთიკა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • მასშტაბურ სამშენებლო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • ხარისხის მართვის თანამედროვე მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვის პროცესში მონაწილეობას.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.