ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
შპს „კავკასპაკი“ ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც 2007 წელს თბილისში ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით შეიქმნა. თავდაპირველად კომპანიის საქმიანობა მხოლოდ კვერცხის შესანახი ფირფიტების წარმოებას მოიცავდა, თუმცა, ბაზრის ტენდენციების ცვლასთან ერთად, კომპანიის წარმოება გაფართოვდა და პროდუქციის ასორტიმენტიც გაიზარდა.2010 წლიდან ,,კავკასპაკმა’’ საწარმო გახსნა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ინდუსტრიულ ზონაში, ქალაქ რუსთავში.დღესდღეობით კომპანია აწარმოებს როგორც კვერცხის შესაფუთ კონტეინერებს, ასევე კონტეინერებს მზა საკვებისთვის, Take Away სერვისისა და საკონდიტროებისათვის. ამჟამად ,,კავკასპაკის“ მიერ წარმოებული პროდუქციის 35% ექსპორტზე გადის. ჩვენი პროდუქცია იყიდება: ესპანეთში, უკრაინაში, თურქეთში, უზბეკეთში, აშშ-ში, კანადასა და პანამაში.
ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია "კავკასფექი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტოლის სპეციალისტის პოზიციაზე.
პირობები:
- ლოკაცია: რუსთავი, დავით გარეჯის ქუჩა #30
- სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 09:00-18:00
- სთანაზღაურება: პირველი 3 თვე 1200(NET); მე - 4 თვიდან 1300(NET); მე-7 თვიდან 1500(net);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება სასურველია ტექნიკური, ქიმიური, ტექნოლოგიური მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება საწარმოო გარემოში ხარისხის კონტროლის ან წარმოების პროცესების მონიტორინგის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
- MS Office პროგრამებთან მუშოაბის უნარი;
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
- საწარმოო ხაზების ყოველდღიური მონიტორინგი და ხარისხობრივი კონტროლი დადგენილი სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ინსტრუქციების შესაბამისად;
- წარმოებაში შემოსული ნედლეულის, დამხმარე მასალების, მიმდინარე საწარმოო პროცესებისა და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლის განხორციელება;
- პროდუქციის ნიმუშების აღება, ვიზუალური და ტექნიკური შემოწმება, საჭირო გაზომვების ჩატარება და შედეგების შესაბამის დოკუმენტაციაში ასახვა;
- დეფექტების, შეუსაბამობებისა და ხარისხობრივ პრობლემების გამოვლენაში, გამომწვევი მიზეზების ანალიზსა და გამოსასწორებელი/პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
- მომხმარებლის რეკლამაციების, შიდა შეუსაბამობებისა და ხარისხთან დაკავშირებული შემთხვევების მართვის პროცესში ჩართულობა;
- საწარმოო სპეციფიკაციების, ტექნოლოგიური ინსტრუქციებისა და ხარისხობრივი დოკუმენტაციის შემუშავება/განახლებაში მონაწილეობა;
- ხარისხის კონტროლის მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიური ოპერაციული კონტროლისა და ხარისხის მართვის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით;
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინა და ორგანიზებულობა;
- სწრაფად სწავლისა და მრავალფუნქციურ გარემოში მუშაობის უნარი.
- პასუხისმგებლიანი;
- პუნქტუალური;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორატიული ნომერი/ულიმიტო სასაუბრო პაკეტი.
- FitPass;
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
- უფასო კვება