ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
შპს "ბაუსერვისი" სამშენებლო სფეროში აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობის სფერო: სამშენებლო ობიექტებზე ჰიდროიზოლაციისა და თბოიზოლაციის სამუშაოების შესრულება.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის №142
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00 ; შაბათი 09:00-15:00
ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად) + ბონუსი
ძირითადი ფუნქციები:
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი;
- ობიექტებზე რეგულარული ვიზიტების განხორციელება;
- სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება პროექტთან, ტექნიკურ დავალებასთან და კომპანიის სტანდარტებთან;
- გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის პროცესის კონტროლი;
- ხარისხთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
- პროექტის გუნდთან და ტექნიკურ პერსონალთან კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით;
- სამშენებლო ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი;
- MS Office-ის ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
პიროვნული მახასიათებლები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- ანალიტიკური და ორგანიზებული მუშაობის უნარი.
ჩვენთან გელოდებათ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებში ჩართულობა;
- კონკურენტულ ანაზღაურება;
- მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.